ახალი ამბები

საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ

6 აპრილი, 2021 •
საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ

2021 წლის 6 ივნისს საქართველოსა და ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებებს შორის საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 6 ივნისს ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე შედგება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის.

ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი