ახალი ამბები

მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა – ჯანეზაშვილი

5 აპრილი, 2021 • 2793
მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოქმედმა მოსამართლე, მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.

„იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.

დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, – წერს ჯანეზაშვილი ფეისბუკზე.

ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.

იქიდან გამოუგზავნა…

Posted by Nazi Janezashvili on Monday, 5 April 2021

ჯანეზაშვილის ინფორმაციითვე, მოსამართლე სვიანაძე თანამდებობაზე უვადოდ იყო დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი