ახალი ამბები

“შემდეგი კვირიდან რეგიონებში გავალთ” — მდინარაძე

2 აპრილი, 2021 • 532
“შემდეგი კვირიდან რეგიონებში გავალთ” — მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია შემდეგი ორი თვის განმავლობაში რეგიონებში გავა და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელები შემდეგი კვირიდან გავალთ რეგიონებში. შეიძლება, ამას დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იქნება. ჩვენ მომდევნო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები, მათ შორის, პარტიულ აქტივთან”, — თქვა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აღნიშნულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრეს.

უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით ადმინისტრაციული წესით ადგილზე 12 აქტივისტი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი