ახალი ამბები

ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

31 მარტი, 2021 • 895
ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება.

“მთავარი არხმა” გაავრცელა ფოტო, სადაც ვიოლა ფონ კრამონი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს ხვდება. ვიოლა ფონ კრამონის ფოტო გაავრცელა “ფორმულამაც”.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

უცნობია, რა მიზნით იმყოფება ევროპარლამენტარი საქართველოში, თუმცა საგულისხმოა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი დროში დაემთხვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულებას.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი