სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქში დაახლოებით 1 ტონა გამოუსადეგარ ხორცს 9 ობიექტი ყიდდა.
უწყება ამბობს, რომ 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ:
- ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147 კგ ვადაგასული ხორცი
- შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ გაურკვეველი
წარმომავლობის, 360 კგ-მდე ვადაგასული ხორცი - შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ-მდე გაურკვეველი
წარმომავლობის ხორცი - შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ
გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
როგორც უწყება ამბობს, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და განადგურდა.
„ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5)“, – ამბობს უწყება.