ახალი ამბები

სეს-ის ცნობით, თბილისში, ერთ-ერთ საწარმოში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

16 ნოემბერი, 2022 • 943
სეს-ის ცნობით,  თბილისში, ერთ-ერთ საწარმოში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, შპს “ლიდერის” ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის დნმ გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება სეს-მა დღეს, 16 ნოემბერს გაავრცელა.

სეს-ის ინფორმაციით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ობიექტს დაევალა პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა.

“აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებასაც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევის მიზნით აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი