ახალი ამბები

სურსათის სააგენტო მოსახლეობას საახალწლოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს

23 დეკემბერი, 2023 • 2240
სურსათის სააგენტო მოსახლეობას საახალწლოდ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები. განცხადება წინასაახალწლოდ ხორცზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

“საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე.

ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე);

ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ”, — აღნიშნავს უწყება.

სააგენტოს მოქალაქეებს ახსენებს, რომ “ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია”.

“ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები”, — ამატებს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი