სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა.
სააგენტოს განცხადებით, ვირის დნმ ქვემო ქართლში ხორცისა და ხორცპროდუქტების კვლევისას გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:
- ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;
- ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან და ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.








