ახალი ამბები

მედიის მუშაობის შეზღუდვა დაუშვებელია – ქარტია კულტურის სამინისტროზე

24 მარტი, 2021 • 885
მედიის მუშაობის შეზღუდვა დაუშვებელია – ქარტია კულტურის სამინისტროზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების ნაწილის არშეშვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მედიასაშუალებებისადმი დისკრიმინაცია არ უნდა დაუშვას.

ამასთან, ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

“ნეტგაზეთი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, მათი ჟურნალისტი და “რადიო თავისუფლების” ოპერატორი არ შეუშვეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებებისადმი”,-წერია განცხადებაში. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, რომელიც დღეს, 24 მარტს, 11:30 წუთზე გაიმართა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, არ შეუშვეს.

ბრიფინგზე, სადაც უწყების ახალ მინისტრს, თეა წულუკიანს მოადგილეები უნდა წარედგინა, არ შეუშვეს არც რადიო “თავისუფლების” ოპერატორი.

როგორც სამინისტროს დაცვამ ნეტგაზეთს უთხრა, “ღონისძიებაზე” მედიის წარმომადგენლების შეშვება დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეწყდა და ღონისძიების კარი დაიხურა.

კულტურის სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე მედიის ნაწილი არ შეუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი