ახალი ამბები

რიში: თუ პროგრესი არ იქნა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდება

24 მარტი, 2021 •
რიში: თუ პროგრესი არ იქნა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდება

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების გაცემის პირობების დაწესება განიხილება.

რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში მოსმენისას ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, უნდა განიხილოს თუ არა აშშ-მა გარკვეული წინაპირობების დაწესება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის.

აღნიშნულ კითხვაზე განმარტება რიშმა “ამერიკის ხმასთან” გააკეთა.

“თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის  არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და, როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ, დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორე მხრივ,  საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს”, – განაცხადა რიშმა.

ჯიმ რიში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე საუბრობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი