ახალი ამბები

გაბუნია: აპრილ-მაისიდან ვფიქრობთ, 55 წელს ზემოთ და სხვა ჯგუფები ავცრათ

23 მარტი, 2021 • 809
გაბუნია: აპრილ-მაისიდან ვფიქრობთ, 55 წელს ზემოთ და სხვა ჯგუფები ავცრათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, აპრილ-მაისიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა, ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდეს 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც.

აღნიშნულის შესახებ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა:

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯგუფების აქტიურობაზე. ჩვენთვის მთვარია, რომ ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც მივიღეთ და ძვირფასია, მიზნობრივად უნდა მოხდეს მათი გამოყენება. თუ აქტივობა დაბალი იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფის მოცვაზე.

ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე მაქსიმალურად მოხერხდება ასაკოვანი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი და შემდეგ, როცა დამატებითი დოზები გაჩნდება, აპრილიდან და მაისიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები ავცრათ.

მეორე კვარტლის ბოლოა მითითებული იმისთვის, რომ არარისკჯგუფის მოსახლეობა მოხვდეს ვაქცინაციის პროგრამაში. მესამე და მეოთხე კვარტალი იყო დაგეგმილი ფართო ვაქცინაციისთვის” ,- ამბობს თამარ გაბუნია “პალიტრანიუსთან”.

ამჟამად ქვეყნის მასსშტაბით 4 ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია აცრილი “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინის პირველი დოზით. 25 მარტიდან კი ვაქცინაცია ხელმისაწვდომი 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი