პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის მოადგილეებად ირაკლი მეზურნიშვილი და ქეთავან დუმბაძე აირჩიეს.
ახლად შექმნილი კულტურის კომიტეტის პირველი სხდომა დღეს, 22 მარტს, გაიმართა.
კულტურის ცალკე კომიტეტი პარლამენტმა 16 მარტს შექმნა. მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ნაწილი იყო.
ასევე, ორ სამინისტროდ გაიყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კულტურის მინისტრის პოსტზე კი თეა წულუკიანი დაინიშნა.