ახალი ამბები

გაუკვალავ თოვლში სრიალისას გუდაურთან მოქალაქე დაიღუპა

19 მარტი, 2021 • 918
გაუკვალავ თოვლში სრიალისას გუდაურთან მოქალაქე დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მოქალაქე, რომელიც, ახლობლების ინფორმაციით, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა და გაუჩინარდა.

უწყების ინფორმაციით, “112-ში” შევიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

“ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.  სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი”, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ფოტოზე: გუდაურის სათხილამურო ტრასა/ზოგადი კადრი

მასალების გადაბეჭდვის წესი