ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის რაიონს ახალი დე ფაქტო გამგებელი ჰყავს

19 მარტი, 2021 • 945
ახალგორის რაიონს ახალი დე ფაქტო გამგებელი ჰყავს

ახალგორის რაიონს ახალი დე ფაქტო გამგებელი ჰყავს. ამ პოზიციაზე ვლადიმირ გულიევი დაინიშნა.

გუშინ, 18 მარტს, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ კოზაევმა ახალგორში ვიზიტის დროს წარადგინა ახალი გამგებელი – ვლადიმირ გულიევი. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

აქამდე ახალგორის დე ფაქტო გამგებლად ვიტალი მამიტოვი მუშაობდა. მის გათავისუფლებას ანატოლი ბიბილოვმა ხელი ამ კვირაში მოაწერა.

ვლადიმირ გულიევი წარმოშობით ცხინვალიდანაა. იგი 1975 წლის 13 მაისს დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში. 2014-2019 წლებში იყო ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2019 წლიდან- ანატოლი ბიბილოვის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი