ახალი ამბები

ტიკარაძე: 27 წლის ექთნის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არა – უიმედო

18 მარტი, 2021 • 1127
ტიკარაძე: 27 წლის ექთნის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არა – უიმედო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 27 წლის ექთნის ტიკარაძე მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არა – უიმედო. ამის შესახებ მან ექიმების კონსილიუმის შემდეგ განაცხადა, რომელიც ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით გაიმართა.

კონსილიუმში მონაწილეობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის.

“ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა ასევე გარკვეულ ნაბიჯებზე მიიღეს გადაწყვეტილება, თუ როგორ იქნება შემდგომი ტაქტიკა კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ. თუ საჭირო გახდება შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი