ახალი ამბები

საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება – ტიკარაძე

18 მარტი, 2021 • 1184
საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება – ტიკარაძე

საქართველოში ასტრაზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექსპერტთა ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“სულ რამდენიმე წუთის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ “ასტრაზენეკასთან” მიმართ დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იყოს “ასტრაზენეკას” მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს.

ცნობისთვის, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება.

ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს.

დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/334899/?fbclid=IwAR2nrBlmoVvGxk8_zgG_XEY1GZY6rXnh1LiQhsakcsvMKYPAYwvMSAKuoMo

მასალების გადაბეჭდვის წესი