აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში 2020 წლის 44- დღიანი ომის დროს აღებულ ქალაქ შუშაში სასტუმროების მშენებლობა დააანონსა.
“გასათვალისწინებელია, რომ აქ იქნება ძალიან დიდი ნაკადი ტურისტებისა, ამიტომაც აქ უნდა აშენდეს ხუთ-ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროები.
ჩვენ ვხედავთ, რომ აქ სომხებს არ აუშენებიათ პრაქტიკულად არცერთი შენობა. შესაძლოა, მხოლოდ ეს ერთი მახინჯი ნაგებობა. ამასთან, იყენებდნენ აზერბაიჯანელების მიერ საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობებს, ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელთა სახლებში. ყველა ეს “ხრუშჩოვკაც” საბჭოთა დროინდელია და მათი ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია ამოიწურა. ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შენობების მდგომარეობას.
შუშა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამას მივაღწევთ 100%-ით”, – ციტირებს აზერბაიჯანული სამთავრობო მედია ილჰამ ალიევს, რომელიც ქალაქ შუშაში ცოლთან ერთად, მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფებოდა.
“გავიმარჯვებთ” – ომის როგორ დასასრულს ელიან სომხეთის მოქალაქეები