ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე

8 ნოემბერი, 2020 • 1180
„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, არწრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ ამჟამად მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშისთვის/შუშასთვის „მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლები“ მიმდინარეობს.

ამასთან, სომხური მხარის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის [ხანქენდის] დაბომბვა.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ დღეს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საზოგადოებისთვის მორიგ მიმართვას გაავრცელებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები უკვე 43-ე დღეა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ბოლო დღეებში დაძაბულობა მწვავდება ქალაქ შუშას/შუშის მიდამოებში.

უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს ერთმანეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი