„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, არწრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ ამჟამად მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშისთვის/შუშასთვის „მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლები“ მიმდინარეობს. ამასთან, სომხური მხარის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის [ხანქენდის] დაბომბვა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ დღეს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საზოგადოებისთვის მორიგ მიმართვას გაავრცელებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები … ვრცლად „შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე