ახალი ამბები

თუ ბრალდება ხელოვნურად დამძიმდა, მაშინ, ცხადია, დაინტერესება პოლიტიკურია – წულაიას ადვოკატი

17 მარტი, 2021 • 1023
თუ ბრალდება ხელოვნურად დამძიმდა, მაშინ, ცხადია, დაინტერესება პოლიტიკურია – წულაიას ადვოკატი

პოლიტიკოს გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ თუ პროკურატურა წულაიას ბრალს დაუმძიმებს, მაშინ ბრალდებულს გაუჩნდება ეჭვი, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

“გოგი წულაია არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს ინსცენირებული პროვოკაცია. ჯერჯერობით მხოლოდ ვვარაუდობთ და არ გვაქვს თავად ბრალდების ფორმულირება და მტკიცებულებები. თუ გამოძიება წავიდა [ბრალის] დამძიმებისკენ, უკვე აშკარაა, რომ დევნა პროვოცირებულია, მაგრამ ვერ ვამბობთ იმის გამო, რომ ჯერჯერობით რის საფუძველზეც საქმეა აღძრული და რა მუხლითაც არის აღძრული, იმის საბაბს ჯერ არ იძლევა, რომ პოლიტიკურად რაღაც ნიშანი მოიპოვო. მაგრამ თუ ბრალდება ხელოვნურად დამძიმდა, მაშინ, ცხადია, დაინტერესება სხვაგვარია, პოლიტიკურია”,-აცხადებს გელბახიანი.

გელბახიანი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ წულია ბრალდებას უარყოფს. მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თვის“ მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“დალურჯებული მაქვს ხელი, წელი, ყველაფერი” – ქალი გოგი წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი