ახალი ამბები

გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა, რის შემდეგაც პროცესიდან გააძევეს

18 მაისი, 2021 • 2610
გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა, რის შემდეგაც პროცესიდან გააძევეს

პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მონა დაუძახა და აგინა.

წულაიას სასამართლო პროცესი დღეს, 18 მაისს, დისტანციურად გაიმართა. გინების შემდეგ მოსამართლემ წულაია სასამართლოს შეურაცხყოფისთვის პროცესიდან გააძევა.


გოგი წულაია  ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია ბრალს არ აღიარებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი