ახალი ამბები

გოგი წულაია დააკავეს

17 მარტი, 2021 • 1613
გოგი წულაია დააკავეს

პოლიტიკოსი გოგი წულაია დაკავებულია.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წულაია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რა შემთხვევასთან დაკავშირებით არის წულაია დაკავებული, უწყებაში არ აცხადებენ. “ნეტგაზეთი” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

გოგი წულაიას საქართველოს მე-3 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლო პერიოდში ის იყო “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი