პოლიტიკოსი გოგი წულაია დაკავებულია. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წულაია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. რა შემთხვევასთან დაკავშირებით არის წულაია დაკავებული, უწყებაში არ აცხადებენ. “ნეტგაზეთი” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. გოგი წულაიას საქართველოს მე-3 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლო პერიოდში ის იყო “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დატოვა.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed