ახალი ამბები

“დალურჯებული მაქვს ხელი, წელი, ყველაფერი” – ქალი გოგი წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

17 მარტი, 2021 • 1129
“დალურჯებული მაქვს ხელი, წელი, ყველაფერი” – ქალი გოგი წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. წულაია რამდენიმე საათის წინ პოლიციელებმა დააკავეს.

დვალიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თვის“ მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გოგი წულაია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი