ახალი ამბები

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ეწოდოს — ზილფიმიანი

16 მარტი, 2021 •
განათლების და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ეწოდოს — ზილფიმიანი

“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებაში სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

“უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მე მგონი, ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელწოდების შეცვლას პარლამენტი მესამე მოსმენით ვერ განიხილავს.

საქართველოს პარლამენტი დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე მსჯელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი