ახალი ამბები

უარი თქვით სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე – მდინარაძე ოპოზიციას

11 მარტი, 2021 •
უარი თქვით სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე – მდინარაძე ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, „ერთად იმოქმედონ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ და „უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე“.

მდინარაძე 11 მარტს, 20:30 საათზე „ოცნების“ ოფისში ბრიფინგით გამოეხმაურა IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ 11 მარტს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშს, — რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აჯამებს, — დადებით კონტექსტში ისაუბრა ჩატარებულ არჩევნებზე და შემდეგ განაცხადა:

„აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ ოპოზიციას: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებასა და წარმოებას. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“…

„შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მდინარაძემ.

სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი