ახალი ამბებირეკლამა

13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს

11 მარტი, 2021 • 662
13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

თბილისი – გასვლა: 07:25, ჩასვლა ბათუმში: 13:00

ბათუმი – გასვლა: 13:40, ჩასვლა თბილისში: 19:12

სხვა რეისები ამავე მიმართულებაზე არსებული განრიგით შესრულდება.

აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი