ახალი ამბები

რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები განაახლა: რეკომენდაციები მგზავრებს

27 თებერვალი, 2021 • 795
რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები განაახლა: რეკომენდაციები მგზავრებს

სამ-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს დღეიდან, 27 თებერვლიდან განაახლებს. უწყება მოქალაქეებს კვლავ შეახსენებს პანდემიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ მატარებლით მგზავრობისას უნდა გაითვალისწინონ.

“გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მგზავრების გადაყვანა განახლდება შემდეგ რეისებზე:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
  • თბილისი-ფოთი-თბილისი
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი

ბილეთების გაყიდვა ონლაინ 25 თებერვლიდან დაიწყო, რკინიგზის სალაროები კი 26 თებერვლიდან გაიხსნა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა ჯერ ისევ არ აღდგება, რადგან ახალი სარკინიგზო რეგულაციების დაკმაყოფილება ასეთ მატარებლებზე შეუძლებელია და შესაბამისად საკმაოდ მაღალია კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი