ახალი ამბები

ჩანაწერების გავრცელებიდან პირველად გამოჩენის შემდეგ ღარიბაშვილმა არაფერი თქვა

11 მარტი, 2021 • 1284
ჩანაწერების გავრცელებიდან პირველად გამოჩენის შემდეგ ღარიბაშვილმა არაფერი თქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ მიერ სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ტელეკამერებთან პირველად დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოჩნდა, თუმცა უშუალოდ ამ ჩანაწერებზე არ ისაუბრა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა ისაუბრა პანდემიასა და ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტებზე, თუმცა არაფერი უთქვამს ჩანაწერებზე.

„ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ამ სამ მოქმედ პირებს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა – ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრა. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა თქვეს, რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი