ახალი ამბები

როგორც “ფაიზერის”, ისე “ასტრაზენეკას” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ – გამყრელიძე

10 მარტი, 2021 •
როგორც “ფაიზერის”, ისე “ასტრაზენეკას” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში საქართველო მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.

მისივე თქმით, ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და რეისი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

“წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ორივე უნდა შემოვიდეს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიას განაცხადა, რომ “ფაიზერის” ვაქცინას ქვეყანა 22 მარტის კვირაში მიიღებდა, ხოლო “ასტრაზენეკასგან” პირველი დოზები 22 მარტის კვირაში გაიგზავნებოდა “უნისეფთან”, შემდეგ კი უკვე საქართველოში.

“ფაიზერის” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ” — გაბუნია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი