ნეტგაზეთი | “ფაიზერის” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ” — გაბუნია “ფაიზერის” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ” — გაბუნია – Netgazeti
RU | GE  

“ფაიზერის” ვაქცინას 22 მარტის კვირაში მივიღებთ” — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს, გაიმართა სატელეფონო კონსულტაცია “ფაიზერის” სათავო ოფისთან და “კოვაქსის” წარმომადგენელთან და დაზუსტდა დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის.

“წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა “ფაიზერის” მიმართულებით დაიწყება”, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სიახლეებია “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების მიმართულებითაც.

“უნისეფმა” მიიღო დასტური “ასტრაზენეკასგან” პირველი დოზების მოწოდებაზე. პირველი ნაწილი ჩვენთვის განკუთვნილი 129 600 დოზიდან, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა “უნისეფთან” და აქედან გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა დაიწყოს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, “ასტრაზენეკას” ვაქცინას, რომელსაც საქართველო ახლა ელოდება, “კოვაქს პლატფორმის” გავლით იღებს და საუბარი კორეული წარმოების ვაქცინაზე.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთელ განმარტა, რომ ვაქცინაცია პირველ რიგში სამედიცინო სექტორში დაიწყება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.