ახალი ამბები

ვიღაც ბედნიერია, სხვას რომ დაჩაგრავს, გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური – მიტროპოლიტი გრიგოლი

8 მარტი, 2021 • 669
ვიღაც ბედნიერია, სხვას რომ დაჩაგრავს, გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური – მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვისი ჩაგვრა ახარებს.

მისი თქმით, სხვისი განადგურებით გახარება “არადამიანურია”.

“ყველას გვყავს შვილები, მშობლები, ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადამიანებს ძალიან განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე. ვიღაც სხვას რომ გულს გაუხარებს, რომ ასიამოვნებს, სიხარულს რომ მიანიჭებს, ამით არის ბედნიერი და ვიღაც ბედნიერია იმით, სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ამით ხარობს. ეს არ არის ადამიანური. თუ ვართ ქრისტიანები, ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვიყოთ და ეს არ უნდა იყოს დეკლარირებული მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ რიტუალურ ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობით, არამედ ეს უნდა იყოს ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს ურთიერთობებში. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება და სიბრძნე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და არა მხოლოდ ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო”, — განაცხადა მიტროპოლიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი