ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ში გაზაფხულის სემეტრში შერეული ფომატით ასწავლიან

5 მარტი, 2021 • 559
თსუ-ში გაზაფხულის სემეტრში შერეული ფომატით ასწავლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტების საბჭოების  გადაწყვეტილებები გაიზიარა და მიიღო რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში სწავლება წარიმართება შერეული ფომატით. კერძოდ:

  • ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება განახორციელონ არადისტანციურ ფორმატში;  
  • 9 მარტიდან უნივერსიტეტის კორპუსებში გაიხსნება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები
  • სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება;
  • ეპიდემიური ვითარების  შესაბამისად, ფაკულტეტები კვლავ იმსჯელებენ  სასწავლო პროცესის ფორმატის შესახებ.

თსუ ფაკულტეტების საბჭოებმა, რომლის წევრთა 30%- სტუდენტები შეადგენენ, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელესდეტალურად გაანალიზეს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული  ყველა საკითხი და გადაწყვეტილებები წერილობით თსუ აკადემიურ საბჭოს გააცნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი