13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას, როდესაც არასრუწლოვანმა გოგომ იმშობიარა. ამ თემაზე ნეტგაზეთს წყარო უყვება, რომ გამოძიების ფარგლებში დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, მოზარდმა ბავშვი დაახლოებით გასული წლის ზაფხულის პერიოდისთვის გააჩინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პბრალდებულმა] 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა”, — აცხადებს პროკურატურა.

უწყების თანახმად, დაკავებულს ბრალი წარედგინა ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე განცხადების თანახმად, პოლიციამ ბრალდებილი 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“ეს ყველას ბრალია” — გომელაური 13 წლის გოგოს მშობიარობაზე