ახალი ამბები

სან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინით მაიმუნების აცრა დაიწყეს

5 მარტი, 2021 • 831
სან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინით მაიმუნების აცრა დაიწყეს

სან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ექსპერიმენტული ვაქცინით პრიმატების აცრა დაიწყეს.

როგორც BBC წერს, ამ დროისთვის ვაქცინის 2-2 დოზა 9 ცხოველს გაუკეთეს. პრეპარატი ვეტერინარულმა ფარმაცევტულმა კომოპანიამ, Zoetis-მა შექმნა.

ზოოპარკის ბინადარ 8 გორილა პირველი იყო თავის სახეობაში, რომელთაც Covid-19 დაუდასტურდათ. ერთ-ერთი ვაქცინირებული პრიმატი, კრაენი მსოფლიოში პირველი ორანგუტანი იყო, რომელსაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა 1994 წელს.

ზოოპარკის პერსონალის თქმით, ცხოველებს არ გამოვლენიათ ვაქცინაციის შემდეგ რაიმე გვერდითი ეფექტი და მალე მათ ანტისხეულებზე შეამოწმებენ იმის გასაგებად, წარმატებული იყო თუ არა ექსპერიმენტული ვაქცინა.

გამოცემა წერს, რომ დაავადება ზოოპარკების სხვა ბინადრებსაც დაუდასტრუდათ, მათ შორის ბრონქსის ზოოპარკის ლომებსა და ვეფხვებს და ბარსელონას ზოოპარკის ლომებს.

ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადასტურდა შინაური ცხოველებისთვის გადადების რამდენიმე შემთხვევა.

კომპანიამ ცხოველებისთვის გნაკუთვნილი ვაქცინების წარმოება ძაღლებისა და კატებისთვის დაიწყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჰონგ-კონგში COVID-19 ძაღლს დაუდასტურდა. ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად გასული წლის ოქტომბერში აღიარეს, თუმცა მიმდინარე წლის თებერვლამდე პრეპარატი სხვა ცხოველებზე არ გაუტესტავთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი