ახალი ამბები

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა

2 მარტი, 2021 • 796
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასრულდა და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი