ახალი ამბები

22 900 ტესტით COVID-19-ის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 2 მარტი

2 მარტი, 2021 • 489
22 900 ტესტით COVID-19-ის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 2 მარტი

2 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის 22 900 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.01% შეადგინა. აქედან, 16 895 კვლევა ანტიგენის, ხოლო 6 005 PCR ტესტით ჩატარდა.

ამასთან, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლენილი 461 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა;
აჭარა – 7;
იმერეთი – 57;
ქვემო ქართლი – 12;
შიდა ქართლი – 35;
გურია – 30;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30;
კახეთი – 29;
მცხეთა-მთიანეთი – 6;
სამცხე-ჯავახეთი – 2;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში – 12.

მასალების გადაბეჭდვის წესი