ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრებოდა

1 მარტი, 2021 • 2316
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრებოდა

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპოზიციისა და ღარიბაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ “ოცნებიდან” შეხვედრაზე მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციაში იმყოფებოდა დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილიც, თუმცა შეხვედრას, როგორც ჩანს, არ დასწრებია.

შევხედრაში მონაწილეობა არ მიუღია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძისაა და გირჩი – მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილონ სამომავლოდ. დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ჩამონათვალში შედის პატიმრების საკითხიც და არჩევნების თემაც. მხარეების ცნობით, დიალოგის პროცესი გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი