ახალი ამბები

აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცეს

28 თებერვალი, 2021 • 1168
აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. CNN-ის ინფორმაციით, ვაქცინას ავტორიაზაცია შაბათს, 27 თებერვალს, მიენიჭა.

აშშ-ში აქამდე ავტორიზებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის შენახვა უფრო მარტივია და შესანახად სპეციალურ მაცივარს არ საჭიროებს. ამასთან, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

Johnson & Johnson-ის ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს.  ვაქცინა ტესტირებულია 44000-ზე მეტ ადამიანზე აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.  BBC-ის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, Johnson & Johnson-ის ვაქცინამ 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა დაავადების რთული ფორმების პრევენციაში, ხოლო დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით, 66%-ით ეფექტიანია.

ფოტო: AP

მასალების გადაბეჭდვის წესი