ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთი მკაცრად გმობს “გადატრიალების მცდელობას” | კრიზისი ერევანში

25 თებერვალი, 2021 • 724
თურქეთი მკაცრად გმობს “გადატრიალების მცდელობას” | კრიზისი ერევანში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მკაცრად გმობს “სამხედრო გადატრიალების მცდელობას” და აცხადებს, რომ მიუღებელია სამხედროების განცხადება, რომ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი უნდა გადადგეს.

“ჩვენ ვართ ნებისმიერი სამხედრო გადატრიალების ან მისი მცდელობის წინააღმდეგი. არ აქვს მნიშნველობა, სად ხდება ის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ გადატრიალების მცდელობას სომხეთში”, – განაცხადა ბუდაპეშტში მყოფმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.


დღეს, 25 თებერვალს, გავრცელდა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის განცხადება, სადაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

სამხედროების განცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენება, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. [ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი