ახალი ამბები

საცურაო აუზები 15 მარტიდან იხსნება

24 თებერვალი, 2021 • 1076
საცურაო აუზები 15 მარტიდან იხსნება

საცურაო აუზები, ისევე როგორც სპორტდარბაზები, 15 მარტიდან იხსნება.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა საცურაო აუზებზე არაფერი უთქვამს.

დაანონსებული შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი სრულად ნახეთ ბმულზე:

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]

მასალების გადაბეჭდვის წესი