ახალი ამბები

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]

24 თებერვალი, 2021 • 4194
შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გრაფიკი შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან;
  • სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან
  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში — პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან შეძლებენ;
  • კონფერენციები და ტრენინგები, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, განახლდება პირველი მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
  • როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფუნქციონირებას განახლებენ პირველი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშომლების 20%-ის სავალდებული ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას — 15 მარტიდან;
  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) — პირველი აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლებისთვის, ისე ბაზრობებისთვის, განაახლდება 8 მარტიდან;

ძალაში რჩება “კომენდანტის საათი” 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი