საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრება პირველი აპრილიდან იქნება დაშვებული.

მანამდე, 15 მარტიდან, ამ სფეროების წარმომადგენლებს შეეძლებათ რეპეტიციებისა და ვარჯიშების ჩატარება.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 15 მარტიდან აღდგება სასკოლო წრეები. მუზეუმები და ბიბლიოთეკები კი მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ.

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]