ახალი ამბები

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა და პოლიტიკური ვითარება განიხილა

23 თებერვალი, 2021 • 482
ადმინისტრაცია: პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა და პოლიტიკური ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მელიას დაკავებასა და შტურმზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია (19:30 საათო).

მასალების გადაბეჭდვის წესი