ახალი ამბები

ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი – EPP

23 თებერვალი, 2021 • 523
ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი – EPP

“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ტვიტერზე ეხმაურება და ახალი არჩევნების დანიშვნას შექმნილ ვითარებაში გამოსავლად მიიჩნევს:

“ნიკა მელიას დაკავება და შტურმი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, სასწრაფოდ საჭიროა ვითარების დეესკალაცია და ასევე უნდა განახლდეს პოლიტიკური დიალოგი. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი,”-ნათქვამია EPP-ის განცხადებაში.

დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი