ახალი ამბები

“მკაცრად ვგმობთ ძალადობრივ შტურმს ოპოზიციური პარტიის ოფისზე” — ესტონეთის საგარეო

23 თებერვალი, 2021 • 623
“მკაცრად ვგმობთ ძალადობრივ შტურმს ოპოზიციური პარტიის ოფისზე” — ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს თბილისში, ენმ-ის ოფისის შტურმს, რომლის მიზანის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება იყო.

“ესტონეთი მკაცრად გმობს ძალადობრივ შტურმს ოპოზიციური პარტიის ოფისზე და პოლიტიკური ვითარების ესკალაციას თბილისში. თავშეკავებისა და პოლიტიკური დიალოგისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება მომავლისთვის”,  — ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნიკა მელია დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი