ახალი ამბები

“ერთადერთი სწორი ნაბიჯია ხელახალი არჩევნები” – მიხეილ ჯანელიძე

23 თებერვალი, 2021 • 1447
“ერთადერთი სწორი ნაბიჯია ხელახალი არჩევნები” – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

“ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ”, – წერს ჯანელიძე “ფეისბუქზე”.

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2015-18 წლებში იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი