ახალი ამბები

ეს კრიტიკული მომენტია ქართული დემოკრატიისთვის — ესტონელი დეპუტატი

23 თებერვალი, 2021 • 861
ეს კრიტიკული მომენტია ქართული დემოკრატიისთვის — ესტონელი დეპუტატი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაკავება შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რომლებისკენაც საქართველოს მთავრობის თქმით, მიისწრაფვის. ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის საქართველოში”, — ამბობს მიხელსონი.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ს ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი