ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რეგულაციების შემსუბუქება ამ კვირაშივე დაიწყება

22 თებერვალი, 2021 • 787
ღარიბაშვილი: რეგულაციების შემსუბუქება ამ კვირაშივე დაიწყება

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარე კვირაშივე დაიწყება.

აღნიშნული ღარიბაშვილმა დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, როდის შემსუბუქდებოდა რეგულაციები. კერძოდ, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენაზე, შაბათ-კვირას მოქმედ რეგულაციებზე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესსა და ზამთრის კურორტებზე. ასევე, წილოსანმა პრემიერს რუსთავსა და თბილისს შორის საქალაქთაშორი ტრანსპორტის აღდგენის პერსპექტივაზეც ჰკითხა.

აღნიშნულის საპასუხოდ ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებები გამოცხადდება:

“ამ კვირაში ჩვენ გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხებიდან ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80% გადაწყვეტილი იქნება და ეს შემსუბუქებები ამ კვირაშივე ამოქმედდება” ,— აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი