ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ქართუს საქმეზე მელიას სასჯელში “ოცნების” და ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა

22 თებერვალი, 2021 • 529
ღარიბაშვილის თქმით, ქართუს საქმეზე მელიას სასჯელში “ოცნების” და ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართუ“ ბანკის საქმეზე ნიკა მელიას სასჯელის განსაზღვრაში ჩანდა “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის „ჰუმანური დამოკიდებულება საკითხებისადმი“.

ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში უსმენენ. დეპუტატების კითხვაზე, თუ როგორ ხედავს დიალოგს ოპოზიციასთან, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკების ხედვას, როგორ მესახება მე ოპოზიციასთან მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნოთ რადიკალური ფრთა და კონსტრუქციული… როგორც ვიცი, არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებთანაც ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ვართ მზად დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა შემდეგია: ყველა, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს და მოხდეს მათი დისტანცირება იმ დესტრუქციული პოლიტიკიდან, რომელიც მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული კრიმინალებისგან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მელიას, მელია კრიმინალია, იმიტომ, რომ სასამართლომ ის შერაცხა „კრიმინალად“ ბანკი „ქართუს“ გაკონტრების საქმეზე.

სხვათა შორის, ეს ყველას ავიწყდება და ეს არის რაღაც ალიბი.. ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი, სხვა ლიდერი არ არსებობს ამ პარტიის, მელია, მანამდე იყო ბატონი ვაშაძე და ა.შ. ყოველთვის არის დროებითი სახელები“, – ამბობს ის.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ღარიბაშვილი მას არაერთხელ უწოდებს კრიმინალს და ამბობს, რომ „ქართუს“ საქმეზე მისთვის სასჯელის ზომაში ივანიშვილის დამოკიდებულება გამოჩნდა:

„ბატონი მელიას შემთხვევაში ნახეთ, როგორი ჭკვიანური სვლა გააკეთეს, მათი გათვლით. ბატონი მელია, მე შეგახსენებთ, რომ არის გასამართლებული, მას მიემართა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ გაკონტრების საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმდჯომარის, ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა.. ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა, სავარაუდოდ, და რომელსაც იძიებს შს სამინისტრო და პროკურატურა – ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამისა, არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები  – რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ამის შემდეგ ღარიბაშვილი 20 ივნისს ადარებს აშშ-ში ტრამპის მხარდამჭერთა მიერ კაპიტოლიუმში შეჭრას და ამბობს, რომ ამ დღეს 150 ადამიანი დააკავეს.

“ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით შემცირდა 2 წელსა და სამი თვემდე.


ოპოზიციამ გადადო აქციები, რომლებიც 25 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გუშინ, 21 თებერვალს განაცხადა.

დეკანოიძემ თქვა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება – „ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უარღესი პასუხისმგებლობით,“.

ოპოზიციამ გადადო 25 თებერვალს დაგეგმილი აქციები

მასალების გადაბეჭდვის წესი